სამოდელო გაკვეთილი 3














საგაკვეთილო გეგმის განაცხადი












გაკვეთილის თემა/სათაური
პროექტი ,, მთვარე – ჩვენი თანამგზავრი “
სკოლა
სკოლის სახელი
მისამართი
ტელეფონი
ელფოსტა

151-ე საჯარო სკოლა  
ვაა ფშაველას 61.  
822327014 


საკონტაქტო პირი
სახელი, გვარი
საგანი/თანამდებობა
ტელეფონი (მობ.)
ელფოსტა

ლიკა ჩიტაიშვილი
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
877409878


გაკვეთილზე მომუშავე მასწავლებლები
სახელი, გვარი
საგანი
ტელეფონი (მობ.)
ელფოსტა

ლიკა ჩიტაიშვილი
ქართული, ბუნებისმეტყველება, სახვითი ხელოვნება
877409878


თემურ კალატოზი
ასტრონომია



 დიანა მიქაძე 
საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები 
 899332442















საქართველოს განათლების სამისნიტრო
ფონდი ”ირმის ნახტომი”
სააპლიკაციო ფორმა

გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლების მონაცემები
სახელი და გვარი
სკოლა
ტელეფონი (მობ.)
ელფოსტა
ლიკა ჩიტაიშვილი
151-ე საჯარო სკოლა
877409878

თემურ კალატოზი
151


დიანა მიქაძე
151
899332442










გაკვეთილის თემა
პროექტი: ,,მთვარე-ჩვენი თანამგზავრი“


სწავლების საფეხური/ ინტეგრირებული საგნები
I-საფეხური III-კლასი
ქართული ენა, ბუნებისმეტყველება, სახვითი  ხელოვნება, ისტ-ი.


მოსწავლეთა პროფილი


 მოსწავლეთა რაოდენობა-30


 მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს- 0

აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
პროექტის ბოლოს მოსწავლეები:
·       მიიღებენ და გაანალიზებენ ინფორმაციას დედამიწის თანამგზავრზე, მზის სისტემაზე, კოსმოსურ სხეულებზე;
·       გამოიკვლევენ და ახსნიან დედამიწასა და მთვარეს შორის მიმდინარე მოვლენებს, მათ ურთიერთმოქმედებას
( მთვარის ფაზები, დაბნელება,ზღვის მიქცევა-მოქცევა);
·       შეადარებენ და შეაჯამებენ არსებული და მოპოვებული ინფორმაციით მიღებულ ცოდნას;
·       მოიპოვებენ და შექმნიან ისტორიას პლანეტების , თანამგზავრის თემაზე ( ფანტასტიკური ზღაპრის, ნახატის სახით);
·       განსაზღვრავენ ტექსტების ტიპოლოგიას ( მითი, ინფორმაციული, ფანტასტიკური), ერთი თემის ირგვლივ გაამთლიანებენ, დაასათაურებენ მისი თავისებურებისა და შინაარსის გათვალისწინებით;
·       შეაფასებენ კითხვის ტექნიკას, ჯგუფების მუშაობას, მათ ნამუშევრებსა და პრეზენტაციის ხარისხს;
·       განიმტკიცებენ ურთიერთთანამშრომლობის , სხვისი აზრის მოსმენისა და პატივისცემის, საკუთარი მოსაზრების დასაბუთებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარ- ჩვევებს.



ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
                    ქართული ენა
III.1.  მოსწავლე ისმენს სხვადასხვა ტიპის ტექსტებს, იგებს და
 გადმოსცემს მათ შინაარსს.
 * შინაარსის უკეთ გასააზრებლად ცდილობს კითხვების დასმით
 გაარკვიოს ახალი სიტყვებისა და ფრაზების მნიშვნელობა.
III.3. მოსწავლე სათანადოდ იყენებს ძირითად ენობრივ-გამატიკულ საშუალებებს.
 * სასაუბრო თემებისათვის იყენებს სპეციალურ ლექსიკას.
III.4. მოსწავლე დამოუკიდებლად (ხმამაღლა/ჩუმად) კითხულობს და იგებს სხვადასხვა სახის ტექსტს მისთვის ნაცნობ თემებზე.
 * ამოიცნობს და ასახელებს წაკითხული ტექსტის თემას;
 * აკავშირებს სათაურს ტექსტის შინაარსთან;
 * კონტექსტის მიხედვით ამოიცნობს უცხო სიტყვების მნიშვნელობას  და განმარტავს მათ.
III.5. მოსწავლე გამოხატავს ლიტერატურული ტექსტების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას.
* წაკითხული ნაწარმოებისგან მიღებული შთაბეჭდილებით ქმნის
 ილუსტრაციებს და აფასებს სხვების მიერ შექმნილ ილუსტრაციებს
 (რამდენად ასახავს ილუსტრაცია ტექსტის შინაარსს).
III.9. მოსწავლე დამოუკიდებლად წერს მცირე ზომის ტექსტს, გასაგებად  აყალიბებს აზრს.
 * ქმნის სხვადასხვა ჟანრის მცირე ზომის ტექსტს (ზღაპარი,
 მოთხრობა).


 ბუნებისმეტყველება
III.8.
მოსწავლე მარტივად ახასიათებს მზის სისტემას.
 * იყენებს ილუსტრაციებს და მარტივად ახასიათებს მზის სისტემას
 (მაგ: პლანეტების სიდიდე, დაშორება მზიდან);
 * თხზავს ისტორიას პლანეტების (თანამგზავრის) თემაზე;
 * აღწერს აღჭურვილობასა და სატრანსპორტო საშუალებებს,
 რომელიც გამოიყენება კოსმოსში სამოგზაუროდ.

 სახვითი ხელოვნება
III.1. მოსწავლე იყენებს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითად  ელემენტსა და პრინციპს ნამუშევრის შექმნისას.
* ნახატზე მუშაობისას გადმოსცემს საგნის საერთო პროპორციას;
 * არჩევს ნახატში წინა და უკანა პლანს და შეუძლია სივრცის
 ელემენტების მარტივად წარმოსახვა.
III.4. მოსწავლე გამოსახავს სხვადასხვა მოტივის ზეგავლენით წარმოშობილ  იდეებს ნამუშევარში.
 * ქმნის სიუჟეტს თავისუფალ თემაზე საკუთარი ფანტაზიით.
III.7. მოსწავლე წარმოადგენს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრებს და  უზიარებს თანაკლასელებს აზრს და იდეებს.
 * ცდილობს შეფასებას, რამდენად შესძლო ჩანაფიქრის გადმოცემა ნამუშევარში;
 * ნამუშევარზე საუბრისას იყენებს სათანადო ტერმინოლოგიას;
 * უზიარებს მეგობრებს საკუთარ დაკვირვებებსა და გამოცდილებას;
 * სვამს და პასუხობს კითხვებს ნამუშევრის წარდგინების დროს;
 * წარმოადგენს ნამუშევრებს ფართო აუდიტორიის წინაშე.

 კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება-ძირითადი, მარტივი  ოპერაციები.
 იყენებს ისტ-თან ურთიერქმედების მოწყობილობებს.
 * იყენებს შეტანისა (თაგვი, კლავიატურა) და გამოტანის
 მოწყობილობებს (მონიტორი, პრინტერი) ისტ-ის საშუალებების
 წარმატებით ფუნქციონირებისათვის;
 * იყენებს ისტ-ის საშუალებებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული ან  დამოუკიდებელი სასწავლო აქტივობისას;
 * ამოიცნობს და ასახელებს სხვადასხვა ისტ-საშუალებებს და მათზე  საუბრისას ასაკის შესაბამისად იყენებს სწორ ტერმინოლოგიას.



თანმიმდევრობა
 მოსამზადებელი სამუშაო:
  მასწავლებლის მიერ დასახული მიზანი გაეცნო სხვა საგნის პედაგოგებს და დირექციას. ასტრონომიის, ინფორმატიკის პედაგოგები და სასწავლო ნაწილის გამგე აქტიურად ჩაერთვნენ მუშაობაში. დააკონკრეტეს, თუ რომელი წყაროებიდან მოპოვებინათ ინფორმაცია. დადგინდა სამუშაო ვადები - 6 გაკვეთილი (მათ შორის ორი დაწყვილებული) და მოეწყოს შექმნილი ნამუშევრების გამოფენა (მე-7 გაკვეთილი) .

 საკლასო პროექტის გეგმა, განხორციელება და ვადები:

                                        I გაკვეთილი
1. საკითხის ირგვლივ არსებული ინფორმაციის თავმოყრა, გარკვევა, რისი გაგება გვსურს ( კლასთან მუშაობა) ; /20 წთ./
2. სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტებზე და სავარჯიშოებზე მუშაობა (ინდივიდუალურად /კლასთან). /25 წთ/
                                         II გაკვეთილი
 3. მოტანილი ინფორმაციის წარმოდგენა და მათი ტიპოლოგიის განსაზღვრა  (მითი, ფანტასტიკა, ინფორმაცია) (ინდ). /45წთ/

                     III-IV დაწყვილებული გაკვეთილი
 4 .საკითხების გამოყოფა და გადანაწილება ჯგუფებში სამუშაოდ        (კლასთან მუშაობა); /45წთ/
 
5.  ჯგუფებში მუშაობა. /45წთ/

                       V-VI დაწყვილებული გაკვეთილი
 6. პრეზენტაცია (კლასის მონაწილეობით); /40წთ/
 
7.  შეფასება. (კლასის მონაწილეობით); /5წთ/

 8.  ელექტრონული პრეზენტაცია (კლასთან მუშაობა); /25წთ/
 9.  შეჯამება (კლასთან მუშაობა); /20წთ/

                         VII გაკვეთილი
 10. გამოფენა (საკლასო ოთახში).

                            მიმდინარეობა:
                              I გაკვეთილი
1. საკითხის ირგვლივ არსებული ინფორმაციის თავმოყრა, გარკვევა, რისი გაგება გვსურს (კლასთან მუშაობა). /20წთ/

   
დანართი N 1
  მოთელვის მიზნით დაფაზე გაიკრა
მთვარის ნახატი და ცხრილი (ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე). მასწავლებელი მიმართავს კლასს კითხვებით:
    1. რა იცით მთვარის შესახებ?
    2. რა გინდათ იცოდეთ?
   ფრონტალურად წამოსულ პასუხებს თანმიმდევრობით
ინიშნავს შესაბამის გრაფებში.
   დაგროვდა საკითხები, რომლებზეც პასუხის გასაცემად საჭირო გახდა დამატებითი ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა წყაროებიდან. ერთ-ერთი ასეთი წყაროა ქართულის სახელმძღვანელო, რომელშიც მოცემულია ტექსტები დედამიწის თანამგზავრის შესახებ.

2. სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტებზე და სავარჯიშოებზე მუშაობა (ინდივიდუალურად /კლასთან). /25წთ/
 დანართი N 2
  მოსწავლეები ჩუმად კითხულობენ და დამოუკიდებლად მუშაობენ მოცემულ ტექსტებზე, ლექსიკონზე, ცდილობენ მეგობრების ან მასწავლებლის დახმარებით გაარკვიონ უცხო სიტყვები, რომელიც კონტექსტის მიხედვით ვერ გაიგეს. (ინდ.) /10წთ/
  კლასში მსჯელობენ და ასრულებენ წიგნში
მოცემულ სავარჯიშოებს:
·       წინადადებების დახარისხება (სინამდვილე, გამონაგონი, ფანტაზია), ჩაწერა წიგნში; /5წთ/
·       მუშაობენ სასაუბროზე (რა საერთო აქვს ამ ტექსტებს?), ამთლიანებენ ტექსტებს; /2წთ/
·       შინაარსიდან გამომდინარე თითოეულ ტექსტს ურჩევენ სახელს (ასათაურებენ); /3წთ/
·       საზღვრავენ ტექსტების ტიპოლოგიას (მითი, ინფორმაცია, ფანტასტიკა), ინიშნავენ წიგნში. /3წთ/
             ეძლევათ დავალება სურვილის მიხედვით: /1წთ/
·       მოიტანონ დამატებითი ინფორმაცია;
·       მოიძიონ მითები მთვარეზე;
·       შექმნან ფანტასტიკური ზღაპარი და მოახდინონ მისი ილუსტრირება.
ურიგდებათ ბარათები ვებ გვერდების მისამართებით.                 /1წთ/



                    II გაკვეთილი
3.მოტანილი ინფორმაციის წარმოდგენა და მათი ტიპოლოგიის განსაზღვრა (მითი, ფანტასტიკა, ინფორმაცია) /45წთ/

 დანართი N 3
მთვარის შესახებ მოტანილი მასალების დასახარისხებლად დაფაზე ჰკიდია სამი ფაილი წარწერით:
1.    მითი;
2.    სინამდვილე;
3.    ფანტასტიკა.
   თითოეული მოსწავლე კითხულობს თავის მოტანილ მასალას, განსაზღვრავს ტიპოლოგიას და დებს შესაბამის ფაილში.
 მოსწავლეს
აფასებენ მეგობრები (კითხვის ტექნიკის მიხედვით) - მასწავლებელი  ინიშნავს.
 წარმოდგენილი ილისტრაციები იკვრება
სადემონსტრაციო დაფაზე.


            III-IV დაწყვილებული გაკვეთილი
4.საკითხების გამოყოფა და გადანაწილება ჯგუფებში სამუშაოდ (კლასთან მუშაობა) /45წთ./

დანართი№4
      მოტანილი ინფორმაციის საშუალებით ნაწილობრივ გაეცა პასუხები კითხვებს გრაფიდან ,,რა მინდა ვიცოდე“ და დაიწყო შევსება გრაფაში ,,ვისწავლე“  (დარჩენილი საკითხები იწერება ფურცელზე და ეძლევა სახელმძღვანელოდ ასტრონომიის მასწავლებელს ელექტრონული პრეზენტაციის მასალების შერჩევისათვის ). /10 წთ./
  ჩამოიწერა საკითხები ჯგუფებში სამუშაოდ (გონებრივი რუკა), კენჭისყრით აირჩა ხუთი: /25 წთ./
·       მთვარის ფაზები, მთვარის დაბნელება ( ფაქტები);
·       როგორი პლანეტაა მთვარე? ( აგებულება) ;
·       როგორ გაჩნდა მთვარე? ( ვარაუდები) ;
·       როგორ მივაღწიოთ მთვარემდე? (საჭიროებები);
·       როგორ დავასახლოთ მთვარე? ( ფანტაზია ) .

 მოსწავლეები სურვილის მიხედვით გაერთიანდნენ ჯგუფებში (5-6) საკითხები ჩამოიწერა ფურცლებზე და ლოტოტრონის საშუალებით განაწილდა ჯგუფებში სამუშაოდ . /10 წთ/
 გამოიკრა ცხრილი, რომლის
რუბრიკების საშუალებითაც უნდა მოხდეს წარმოდგენილი სამუშაოს შეფასება.


 5. ჯგუფებში მუშაობა/45 წთ/

 დანართი № 5
 მოსწავლეები ინაწილებენ საქმეს , მოტანილი ინფორმაციებიდან მსჯელობისა და შერჩევის შემდეგ იწერენ სათანადო საკითხებს, ფორმატზე ქმნიან თემატურ ილუსტრაციებს, ჭრიან, აწებებენ და აფორმებენ ნახატებით.
 ირჩევენ პრეზენტატორებს, ინაწილებენ საქმეს პრეზენტაციისათვის.
 შექმნილი ნამუშევრებით ფორმდება სადემონსტრაციო დაფა.
იხილეთ სურათები: N5.1 ; N5.2 ; N5.3 ; N5.4 ; N5.5 ; N5.6 ; N5.7 .

                 V-VI დაწყვილებული გაკვეთილი

 6.პრეზენტაცია/40წთ./

 დანართი №6
 

 პრეზენტაციას ესწრებიან მოწვეული სტუმრები, ასტრონომიის პედაგოგი, მხატვარი და საწავლო ნაწილის გამგე.
   თითოეული პრეზენტატორი (ზოგიერთ ჯგუფში დამხმარეების თანხლებით) წარმოადგენს ჯგუფის ნამუშევარს, სცემს პასუხებს დასმულ შეკითხვებზე, მსჯელობს, ასაბუთებს საკუთარ და მეგობრების მოსაზრებებს, საუბრობს ნახატით გადმოცემულ სიუჟეტზე.
     მოსწავლეებს კითხვები დაუსვეს დამსწრეებმაც. გაირკვა საკითხები, რომლებიც დახვეწას მოითხოვდა.
იხ. სურათები: N6.1 ; N6.2 ; N6.3 ; N6.4 ; N6.5 ; N6.6 ; N6.7 ; N6.8.


 7. პრეზენტაციის შეფასება (კლასში / ჯგუფებში მუშაობა)

 დანართი№ 7


 ჯგუფები ფასდება
ცხრილში, სხვა ჯგუფების წარმომადგენელთა კენჭისყრით, შემდეგი რუბრიკების მიხედვით: /5წთ./
·       პრეზენტაციის ხარისხი;
·       ნამუშევრის ვიზუალური მხარე;
·       ნამუშევრის შინაარსობრივი მხარე;
·       ურთიერთთანამშრომლობა;
·       ჯგუფში წევრთა ჩართულობა.
(ყურადღება ექცევა დროის ფაქტორსაც)
 გარდა ჯგუფებისა ფასდებიან პრეზენტატორებიც.

                             
შეფასების კოდი:

                    მწვანე - წარმატებები აქვს;

                    ნარინჯისფერი - პრობლემები აქვს;

                    წითელი - არ გამოსდის.

 8. ელექტრონული პრეზენტაცია (კლასთან მუშაობა) /25წთ./
      დანართი№ 8

 ინფორმატიკისა და ასტრონომიის პედაგოგთა თანამშრომლობით შეირჩა, დალაგდა  სურათები და ვიდეო მასალა.
მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები ჩართულები იყვნენ ჩვენების პროცესშიც.
 მოეწყო ელექტრონული პრეზენტაცია ( განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია ვიდეო მასალამ, რომელზეც ნაჩვენებია მთვარეზე უწონადობის მდგომარეობაში ასტრონავტის მოძრაობები)
იხ. ვიდეო მასალა. /15წთ./
 მოსწავლეები სვამდნენ დარჩენილ კითხვებს რუბრიკიდან ,,რა მინდა ვიცოდე“და იღებდნენ ასტრონომიის პედაგოგისგან პასუხებს მომზადებული მასალის საშუალებით. /10წთ./
იხ. სურათები:№8.1; №8.2; №8.3; №8.4; №8.5; №8.7; №8.9; №8.10; №8.11; №8.12. 

   9.შეჯამება ( კლასთან მუშაობა) /20 წთ/
 დანართი №9
 
ელექტრონული პრეზენტაციის შემდგომ მიღებული ინფორმაცია ჯამდება და ივსება გრაფა ,,ვისწავლე“.
  მოსწავლეებს დავალებად ეძლევათ ნანახით მიღებული შთაბეჭდილება გადმოსცენ ნახატის სახით.

                                 VII.გაკვეთილი
    10. გამოფენა (საკლასო ოთახში)
                   დანართი №10

 მოტანილი ნახატები იკვრება სადემონსტრაციო დაფაზე . გამოფენა ეწყობა მოსწავლეების , მშობლების, დირექციისა და მასწავლებლებისათვის.
იხ. სურათები:№10.1; №10.2; №10.3; №10.4; №10.5; №10.6; №10.7; №10.8.

    მასწავლებლის როლი:
·       ადგენს სამუშაო გეგმას;
·       ახდენს პროცესის ორგანიზებას;
·       მოიძიებს, ამზადებს საჭირო მასალას;
·       იწვევს, სამუშაოში რთავს კომპეტენტურ პირებს;
·       ქმნის კლასში მუშაობისთვის სათანადო პირობებს ( მერხების წყობა, სადემონსტრაციო დაფის მოწესრიგება, მასალების მიწოდება...);
·       მიუთითებს საჭირო წიგნებს, ვებ გვერდებს ( ურიგებს წინასწარ მომზადებულ ბარათებს, მისამართებს );
·       განსაზღვრავს მასწავლებლისა და მოსწავლის ადგილს სამუშაო პროცესში ;
·       ინიშნავს (ცხრილებში) მოწოდებულ ინფორმაციას, შეფასებას;
·       ახდენს გაკვეთილის ვიდეო და ფოტო დოკუმენტაციას.
·       აკეთებს ჩატარებული გაკვეთილის ანალიზს.

·      
შეფასება

·       ინდივიდუალური - კითხვის ტექნიკის ,პრეზენტაციის მიხედვით ;
·       ჯგუფის -წარმოდგენილი  ნამუშევრის ხარისხის მიხედვით ;
·       კლასის- აღნიშნული პროექტისათვის პოზიტიური კომენტარის გაკეთება დირექციის , მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან . 



საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები


·       სახელმძღვანელო;
·       საყმაწვილო ენციკლოპედიები;
·       დიდი ფორმატები;
·       საწერი ქაღალდი, ფაილი;
·       ფანქრები, წებო, მარკერები, ფერადი ცარცები ;
·       სადემონსტრაციო დაფა, სკოჩი;
·       კომპიუტერები;
·       პროექტორი;
·       ციფრული აპარატი.

·      
http://www.nineplanets.org/luna.htmlhttp://www.solarviews.
com/eng/moon.htm




















































Комментариев нет:

Отправить комментарий